LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დიეტა, ინექცია თუ ბარიატრია? – ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გვიხსნის

4399
შოთა ჯანჯღავა

როდის უნდა მივმართოთ სასურველი წონის მისაღწევად დიეტას, ინექციას ან ბარიატრიას?

ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციებს ტელეწამყვანი ხატია შამუგია „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.

„დიეტა ეს არის აუცილებელი კომპონენტი, რომელი მკურნალობის მეთოდიც არ უნდა ავირჩიოთ, ეს იქნება ბარიატრია, ნემსი, ტაბლეტი თუ ასე შემდეგ, დიეტა აუცილებელია რადგან მის გარეშე დაავადება უკან ბრუნდება. ყველანაირი ჩატარებული პროცედურის შემდეგ, თუნდაც ბარიატრიის შემდეგ – 3-5 წლის შემდეგ ველოდებით რეციდივის განვითარებას. თუ არის ძალიან დიდი სიმსუქნე, რა დროსაც სხეულის მასის ინდექსი 45-50-ის მაჩვენებელზეა, მაშინ რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ბარიატრია ნაჩვენებია, მაგრამ ბოლო წლებში, რაც შემოვიდა საინექციო საშუალებები და პოპულარობას უფრო და უფრო იძენს მოსახლეობაში, უკვე აღმოჩნდა, რომ არ არის აუცილებელი დიაბეტი გქონდეს, სიმსუქნის ინსულინრეზისტენტობის დროსაც შეიძლება გამოყენებული იქნეს აღნიშნული საინექციო ფორმები. თუ არის ჭარბი წონა, რისკი დიაბეტის, ინსულინრეზისტენტობა და მეტაბოლური დარღვევები, ნაჩვენებია ხოლმე საინექციო ფორმების გამოყენება“, – ამბობს შოთა ჯანჯღავა.

კითხვაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, ინექცია იქნება თუ ბრიატრია, შესანარჩუნებლად დიეტის დაცვა არის თუ არა მნიშვნელობანი, ექიმმა უპასუხა:

„თუ ჩვენ არ შევცვალეთ ჩვენი კვების კულტურა და ეს არის ამ ინექციებისა თუ ბარიატრიის არსი, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კვების კულტურა, რადგან თუ ეს არ ჩამოყალიბდება სიმსუქნე არ არის განკურნებადი პათოლოგია, ეს არის ქრონიკული, მორეციდივე დაავადება, რომელიც შესაძლოა დიეტით, ინექციებით, ბარიარტიით დავარეგულიროთ, მაგრამ მაინც მორეციდივეა. მესმის ქირურგებს არ მოეწონებათ ჩემი ტექსტი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ ადამიანი კვებას არ უწყობს ხელს, ბარიატრიის შემდეგაც ბრუნდება წონა. ხშირად არის ხოლმე, ადამიანი იკეთებს ბარიატრიას, ვერ ჭამს დიდ ულუფებს, მაგრამ პატარა ულუფებს ჭამს ზუსტად ნახშირწყლებით და ტკბილეულით და ზუსტად ეს არის დაკლებული კილოგრამების უკან დაბრუნების მიზეზი…“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

<