LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის რეზერვებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს კიდევ ერთხელ მიაღწია

72

2013 წლის ნოემბრის შემდეგ, ეროვნული ბანკის რეზერვები მაქსიმალურ მაჩვენებელზეა.

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 39 მილიონ დოლარს შეადგენს.

ნოემბერთან შედარებით, ზრდამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა.

მათ შორის უცხოური ვალუტის რეზერვები 46 მილიონი დოლარით გაიზარდა და 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა კი 6 მილიონი დოლარით შემცირდა და 206 მილიონ დოლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი 2013 წლის 31 ოქტომბერს დაფიქსირდა – 3 მილიარდ 110 მილიონი დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები