LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ვარსებობ, სურთ ჩამომართვან – მიხეილ სააკაშვილი

98

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სასამართლოს სურს ის ერთადერთი საბუთი ჩამოართვას, რომელიც მის არსებობას ადასტურებს.

„მე უკრაინაში შარშან სექტემბერში დავბრუნდი. მას შემდეგ ერთი საბუთი მაქვს, ცნობა, რომლის მეშვეობითაც გადავაადგილდები. ეს ერთადერთი საბუთია, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ. მე არც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს. მე მაქვს მხოლოდ ქაღალდი, ეს ცნობა, რომელიც ადასტურებს, თუ ვინ ვარ მე. თუმცა, მაგალითად, ნოტარიუსები არ იღებენ ამ საბუთს. ახლა კი პოროშენკოს სასამართლოს სურს, ჩამომართვას ეს საბუთი“, – განაცხადა მიხილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო, „უკრაინის ხელისუფლებას მაინც მოეღება ბოლო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები