“ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ორ მეტრ მიწის ნაგლეჯზე შეიძლება გითხრან უარი ისიც ერთი ღამით” – მოგზაურის ემოციური პოსტი

124

ქართველი მოგზაური ირაკლი გუჯაბიძე სოციალური ქსელის მომხმარებელია, რომელიც თავისი ფეისბუქ გვერდის მკითხველებს საინტერესო ისტორიებს, თავგადასავლებსა და საკუთარ ემოციებს უზიარებს. მოგზაურმა დღეს ფეისბუქში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

ისე აეწყო ჩემი ცხოვრება რომ ბოლო ორ წელში 6-7 სხვადასხვა ქვეყანაში მომიწევია ცხოვრება და ძირითადად ყველგან ვიყავი უფულო მოხეტიალე, ვცხოვრობდით ძირითადად გარეთ და იაფიან სასტუმროებს მხოლოდ მაშინ ვიყენებდით, თუ რომელიმე ცუდად ვიყავით ან რამე შეგვემთხვეოდა.

გვინართლებს და ყველაგან გვხვდებიან ხოლმე ადამიანები რომლებიც გვიღებენ სახლის ან ეზოს კარს, გვითმობენ თბილ ოთახს ან გრილ სახურავს, ალბათ სწორედ ესეთი ადმაიანები ქმნიან ჩვენს მოგზაურობის ყველა თავგადასაალს და აძლევენ ამ ყველაფერს მუღამს..
რეალურად მათ სანახავდ და გასაცნობად ღირს სიარულიც. შიმშილიც.. წვალებაც და ზედმეტი ბედნიერებისგან აკიდებული დეპრესიასთან გამკლავებაც კი..

ხან მგონია რომ ჩემთვის გზა არის ცხოვრების წესი, სადაც შემხვედრებმა არაფერი იციან შენს წარმომალობაზე, არც შენს ქვეყანაზე. არ იციან ვინ ხა და რას წარმოადგენ… არავინ ხარ მათთვის და მერე რა რომ ხან რელიგია არ მოსწონთ შენი. ან ხან უამრავი პრობლემა შექმნიათ შენნაირივე კანის ფერი მქონე ადმიანებისგან. ისინი მაინც გიღებენ ისეთს როგორიც ხარ, სრულიად არარაობას, არვინს და არაფერს, ხოდა ცოტახნით ხდები მათი ცხოვრების სტუმარი.

გიყოფენ იმას რაც აქვთ და არც იმაზე გებოდიშებიან რაც არ გააჩნიათ. .
გვინახია როგორ იბარებენ ირანში ჩვენს მასპინძლებს პოლიციაში მარტო იმიტო რო უცხოელები შეგვიფარეს… როგორ უხმოდ რწყავდნრნ ეზოს გამთენიისას მასპინძლები რომ კარავში სტუმრების არ გაგაღვიძონ. ან როგორ ათევს კიბეებთან მასპინძელი იარაღით ღამეს, იმიტო რო მის უცნაურ სტუმარს სახურავზე მშვიდად ძინავს და არც არავინ აგრძნობინა მას რო ქუჩაში ომია.

უკან ჩამოსულს სულ მაინტერესებს ხოლმე, როგორია იყო გზად საქართველოში და იმოგზაურო ბევრი ფულის გარეშე. ძააან მიყვარს ეს ქვეყანა და მაგიტომაც სულ მინდა უცხო თვალით ვხედავდე მის სტუმართმოყვარეობას. მის გადარეულ და ხალისიან მოსახლეობას, მინდა მეც ყველაზე რომანტიულ პატარა ჯადოსნურ სამყაროდ მეგულებოდეს პლანეტაზე ქვეყანა სადაც დავიბადე, სადაც ვცხოვრობ და იმედი მაქ რო აქვე წავუძინებ ბოლოჯერ, სადმე ბუხართან მოჭრიალე სავრძელში..

ხოდა არ ვიცი როგორი ქვეყანა ვიქნებით მაშინ როცა თეთრი წვერი მუხლებამდე გამეზრდება, მუხლები კი სათითაოდ დაითვლიან ყველა გადაგმულ ნაბიჯს და ბუხრისკენ გამექაჩებიან…
მაგრამ ვიცი რო დღეს ერთადერთი ქვეყანა ვართ სადაც უზარმაზარი ეზოში წამოჭიმულ სასტუმროს შეიძლება უცხოელი სტუმრები მიუყვანო დაბინაო და პატრონს რო თხოვ, კარავს გავშლი ეზოში და შიგ დავიძინებო უარით გამოგისტუმროს.
ვცდილობ არ მეწყინოს, არც სტუმრებთან მომერიდოს უბრალოდ
დღეს პირველად მითხრეს უარი შეფარებაზე რაც ვმოგზაურობ, არადა არც თხოვნა მომწეცია ხშირად, სადაც დამიღამდება იქ გავჩერდები ხოლმე და სანამ ტანსაცმელს გამოვიცვლი და ღამისთვის წყლის ავსებას დავიწყებ, აუცილებლად ვინმე შემიპარიჟებს ხოლმე თავისით..
ხოდა მესმის რომ გამიმართლა და უამრავი მეგობარი მყავს ყაზბეგში და აუცილებლად ვიპოვი სადმე ღამის გასათევს. მაგრამ მაინც ცუდია რო ერთადერთი ქვეყანა ვართ სადაც ოთახზე, ჭერზე, საჭმელზე ან წყალზე კი არა ლაპარაკი. ორ მეტრ მიწის ნაგლეჯზე შეიძლება გითხრან უარი ისიც ერთი ღამით.

https://www.facebook.com/gujabidzeplanet360/posts/1764918860267272

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები