LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ექიმი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში არ უნდა მუშაობდეს – აკაკი ზოიძე

98

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ერთი ექიმის მიერ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს.

“ექიმი ექვსს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ ამ წლის ბოლომდე სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ” – თქვა ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები