LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი გზა ლონდონისკენ 47 ევრო: ქუთაისიდან ფრენები დაიწყო

68

კიდევ ერთი ახალი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან – ავიაკომპანია wizzair-მა ლონდონისკენ 18 ივნისს ფრენები დაიწყო. ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ავიარეისები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ”ლუტონის” აეროპორტში სრულდება, კვირაში 2 სიხშირით – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ავიაბილეთის ფასი კი 1 მიმართულებით, 47 ევროდან იწყება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს პირდაპირი ავიამიმოსვლა ლონდონთან, თბილისიდანაც დაიწყო. ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways (აირზენა) ახორციელებს. ავიაგადამზიდველს მგზავრები ლონდონში, ”გატვიკის” აეროპორტში ჩაყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები