LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ცვლილება, რომელიც თავისთავად უნდა მომხდარიყო – მამუკა მდინარაძე

35

“ეს არის ცვლილება, რომელიც უნდა მომხდარიყო,” – ასე შეაფასა სამთავრობო ცვლილებები და 14 სამინისტროდან 11-მდე შემცირება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ. მდინარაძემ ამ პროცესს წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

“პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შემოვა და ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს. რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენ ვიხილავთ ახალ სტრუქტურას და მინისტრების ახალ შემადგენლობას. აქედან გამომდინარე,  ჯერ იმაზე საუბარი, კონკრეტულად რომელი სამინისტროები გაერთიანდება და ეს რამდენად იქნება სწორი თუ არასწორი, ნაადრევია,” – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რჩება თუ არა მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძემ პასუხისგან თავი შეიკავა.

“მოდი, დროებით ამას დავარქვათ ტექნიკური ცვლილებები, იქიდან გამომდინარე, რომ, პრაქტიკულად, ეს არ იყო იძულებითი სვლა. მინისტრები არ იცვლებიან.  დღეს რაც იქნება წარმოდგენილი პრემიერობის კანდიდატის მიერ, ეს არის ცვლილება, რომელიც თავისთავად უნდა მომხდარიყო. როგორც ვიცი, მინისტრების ადგილებს დროებით მათი მოადგილეები დაიკავებენ. ამის შემდეგ მოხდება ახალი კანონპროექტის ინიციატივის წარმოდგენა და მინისტრების ახალი კანდიდატურების წარდგენა. ჩვენ პრემიერმინისტრობის კანდიდატთან ერთად ვიმსჯელებთ, როგორც სტრუქტურულ საკითხებზე, ასევე მინისტრების კანდიდატებზე,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები