LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის მკვლელი გზა!” – რატომ ხდება ძალიან ბევრი ავარია ქუთაისის ავტობანზე

378
  • სახიფათო შავი წერტილი ავტობანზე – ქუთაისი -სამტრედიის შემოვლით გზას, მოკლე პერიოდში, რამდენიმე ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა უკავშირდება.

დაუსრულებელი ავტობანი, არასრული ნახაზები, გამყოფი ჯებირების არარსებობა და ავტობანი, სადაც შინაური ცხოველებიც გადაადგილდებიან – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელსაც საგზაო უსაფრთხოების საკითხეზე მომუშავე ექპერტები გახშირებული ავტოავარიების მიზეზებად ასახელებენ.

” ავტობანი გახსნილია ნაადრევად,  მოუწესრიგებელია განათება, ავტობანი, სადაც შინაური ცხოველები მოძრაობენ , ავტობანად არ შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებით სახიფათოა გზის  მონაკვეთი, სადაც ავტობანი ძალიან ვიწროვდება, არსებობს შესაბამისი საგზაო ნიშნები, მაგრამ  ინფრასტრუქტურამ  უნდა აიძულოს მძღოლი შეანელოს სიჩქარე, უნდა მოეწყოს სიჩქარის შემანელებლები, დამონტაჟდეს რადარები და მხოლოდ მძღოლის კულტურაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საგზაო უსაფრთხოება,”– ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

ავტობანის სახიფათო  მონაკვეთის პრობლემებზე მძღოლები სოციალურ ქსელშიც ხშირად საუბრობენ.

 ”მოულოდნელად აღმოვჩნდი საპირისპირო მოძრაობის ზოლზე და უკუსვლით , ავარიული ციმციმებით დავბრუნდი ჩემს ზოლში”,  ” დახაზულია მაგრამ არსად განათება არაა, ”-  ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

“ეს გზა არის მკვლელი გზა! არ შეიძლება ავტობანი იყოს ორზოლიანი. ის ოთხზოლიანი უნდა იყოს! ამას რომ ვეუბნები ხელისუფლების წარმოამდგენლებს, ჯერ სხვა გზები გვაქვს გასაკეთებელიო. ჰოდა, ვუყუროთ მაშინ როგორ იხოცება ხალხი!”- წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

 

რატომ ხდება ავარიების უმეტესობა სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე

ქუთაისის ავტობანის სახიფათო მონაკვეთის საექსპერტო შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები :

” საპატრულო პოლიცია მხოლოდ მომხდარ ავტოსაგზო შემთხვევაზე რეაგირებს , საუბრობენ მხოლოდ კონკრეტული მძღოლის ბრალეულობაზე და არა გამომწვევ მიზეზებზე, მაშინ, როცა დაუსრულებელ  ავტობანზე პასუხისმგებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც  ეკისრება. ქვეყანაში არ არის დამკვიდრებული კონკრეტული სახიფათო მონაკვეთების საქსპერტო შესწავლის პრაქტიკა, ავტოავარიას უწოდებენ უბედურ შემთხვევას და რა ფაქტორები დგას ამ შემთხვევის უკან, ამას არავინ იკვლევს”- აცხადებს მესხიშვილი

ავტობანზე ხიფათის შესამცირებელ ერთ-ერთ საშუალებად  დროებითი ბარიერების მოწყობას ასახელებს საგზაო უსაფრთხოებისს საკითხებზე მომუშავე გიორგი ბაბუნაშვილი.

„ ევროპის ქვეყნებში ფართოდ არის გავრცელებული წყლით სავსე ბარიერების განთავსება, რომელიც შეჯახებისას უსაფრთხოა, სიმძიმის გამო არ იცვლის ადგილს და პრაქტიკულია, ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დაცლა და გადაადგილება”.

 

სამინისტროს პასუხი ბრალდებებს

ავტობანი არის დასრულებული  – ასე პასუხობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბრალდებებს.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნუგზარ გასვიანი გახშირებულ ავტოავარიებს სუბიექტუერ ფაქტორებს უკავშირებს .

”ავტოავარიები,  ძირითადად,  სუბიექტური ფაქტორებით არის გამოწვეული და საგზაო ნიშნების დამორჩილების შემთხვევაში პრობლემა არ იქნება.  ორზოლიანი  ავტობანი მთლიანად არის დასრულებული და სრულად არის აღჭურვილი საინფორმაციო და ამკრძალავი ნიშნებით.  უკვე  დაწყებულია განათების დამონტაჟება  და 40 კილომეტრიანი გზა მთლიანად განათდება, უახლოეს პერიოდში მოხდება მონაკვეთის აღჭურვა რადარებით, დაგეგმილია დამატებითი გზის მშენებლობაც,  რაც არსებულ მონაკვეთს ცალმხრივმოძრაობიანს გახდის”- ამბობს „ფორტუნასთან“ გასვიანი.

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები