LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი მეორე შვილს ელოდებიან

266

შვილის გაჩენიდან 1 წელიწადი და 8 თვე გავიდა და მილა კუნისი კვლავ ორსულად არის.

ინფორმაცია ჟუნალს People მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. ბავშვის სქესი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

სიახლე მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. გასული წლის ოქტომბერში მილამ განაცხადა, რომ სიამოვნებით გააჩენდა კიდევ შვილს.

„ეშტონი უბედნიერესია, რომ მამა გახდა. მას ძალიან აინტერესებს ყველაფერი, რაც მამობას ეხება,“ – განაცხადა მილამ.

38 წლის ეშტონი და 32 წლის მილა გასული წლის ივლისში დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები