LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი სახლს $14 მილიონად ყიდიან

310
safe-image (2)

ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი ბევერლი-ჰილზის სახლს ყიდიან. ეს წყვილის პირველი სახლია, მათ ის 2014 წელს 10 მილიონ დოლარად შეიძინეს. ახლა კი 7,351 კვადრატული მეტრის ფართობის ვილის ფასი 14 მილიონ დოლარს შეადგენს.

5 საძინებელი ოთახი, 5 სააბაზანო, საუნა, აუზი და დიდი ვერანდა. ამ ყველაფერს გარს საოცარი გემოვნებით გაშენებული სარეკრეაციო ზონა არტყამს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა წყვილმა სახლის გაყიდვა და სად გეგმავს ოჯახი გადასვლას, თუმცა ფოტოების შემხედვარე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კატჩერი-კუნისის წყვილს საოცარად დახვეწილი გემოვნება აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები