LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის ყველა წევრის გადაყენება გამოაცხადა

46

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მარიანო რახოიმ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კატალონიის მთავრობის ყველა წევრის გადაყენება გამოაცხადა.

ამის შესახებ მარიანო რახოიმ ესპანეთის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

მარიანო რახოიმ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, მან გადაწყვეტილება მიიღო დაითხოვოს კატალონიის პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 21 დეკემბრისთვის დანიშნოს.

„გადაწყვეტილება მივიღე რაც შეიძლება მალე თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რათა კატალონიაში კანონიერება აღდგეს. არასოდეს გვსურდა ამ სიტუაციამდე მისვლა“, – განაცხადა მარიანო რახოიმ.

მისი თქმით, საუბარი არ მიდის ავტონომიის შეჩერებაზე, არამედ რაც შეიძლება მალე სიტუაციის ნორმალიზებისკენ.

დღეს კატალონიის პარლამენტმა კენჭი უყარა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. კატალონიის დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.

დღესვე ესპანეთის სენატმა ესპანეთის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე დაამტკიცა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები