LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში იესო ქრისტეს ქანდაკებაში 300 წლის წინანდელი წერილი იპოვეს

182

ესპანეთში იესო ქრისტეს ქანდაკებაში 300 წლის წინანდელი წერილი იპოვეს.

სანტა-აგუედას ეკლესიის რესტავრაციისას ნაპოვნი წერილი 1777 წლით არის დათარიღებული.

დოკუმენტი იესო ქრისტეს ხის ქანდაკებაში იყო დამალული. მისი ავტორი მღვდელი ხოაკინ მინგუესია.

წერილში, რომელიც ავტორმა მომავალი თაობებისთვის დატოვა, ლაპარაკია ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე, ადგილობრივ ჩვეულებებსა და მაშინდელ თამაშებზე.

ეს წერილი არქივში გადაიტანეს, თუმცა მისი ასლი ქანდაკებაში დატოვეს, რომ მომავალმა თაობებმა წაიკითხონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები