LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთმა დაამტკიცა კანონი, რომელიც სქესის შეცვლას სამართლებრივად ამარტივებს

155
ესპანეთი სქესის კანონზე

ესპანეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს საშუალებას აძლევს,  შეცვალონ კანონით აღიარებული სქესი სამედიცინო შეფასების გარეშე.

როგორც BBC წერს, კანონპროექტი 191 ხმით და 60-ის წინააღმდეგ,  ფართო დებატებში საბოლოო ნაბიჯი იყო.

სქესის შესაცვლელად საჭირო დოკუმენტების შეგროვებას თეორიულად შეიძლება დაახლოებით, სამიდან ოთხ თვემდე დასჭირდეს.

კანონის თანახმად, სქესის შესაცვლელად, 12-იდან 13 წლამდე ასაკის პირებს მოსამართლის თანხმობა დასჭირდებათ, ხოლო 14 და 15 წლის ადამიანებს – მშობლის ნებართვა.

როგორც BBC წერს, 2014 წელს დანია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მსგავსი კანონი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები