LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ 18 ივნისს „პიანინოში“ წარდგება

58

ეთნოჯაზბენდი „ირიაო“, რომელიც რამდენიმე წელია არსებობს და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელის მოწონებას იმსახურებს, „პიანინოში“ მაყურებლის წინაშე წარდგება.

შვიდი მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ეთნოჯაზჯგუფი საზღვარგარეთ სცენებზე უფრო დიდ დროს ატარებს, ვიდრე საქართველოში. ახლახან მათ რამდენიმე კონცერტი ჰქონდათ უკრაინაში, მანამდე კი ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ვატო კახიძე დირიჟორობდა, სოლოკონცერტი გამართეს.

„ირიაოს“ მუსიკას დათო მალაზონია ქმნის. კომპოზიტორი, რომელმაც წლები გერმანიაში გაატარა, სადაც მუსიკალურ კარიერას იქმნიდა და ასევე ბრემენის თეატრისთვის წერდა მუსიკას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან „ირიაო“ ჩამოაყალიბა, ბენდი, რომელსაც კოპოზიციებს ქართული ფოლკისა და ჯაზის სინთეზით თავად უწერს.

პოპულარობით სარგებლობს „მეცხრე სიმფონიის“ „ირიაოსეული“ ვერსია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო.

ახლახან ჯგუფმა ცნობილი ქართული სიმღერის „დაღამებულხარ“ ახლებური ვერსია გააკეთა, რომელსაც სოცქსელში უამრავი გაზიარება ხვდა წილად.

„პიანინოში“ მსმენელი „ირიაოს“ 18 ივნისს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები