LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა აშშ-ის ჯინსებზე, ვისკიზე და მოტოციკლებზე სანქციები დააწესა

98

ევროკავშირმა აშშ-ს საპასუხო ტარიფები დაუწესა. AFP-ს ინფორმაციით, 28 სახელმწიფომ აშშ-ის ჯინსებზე, ვისკიზე და მოტოციკლებზე სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

ევროკავშირმა საპასუხო ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 1-ელ ივნისს აშშ-მა ევროპის ალუმინსა და ფოლადზე დააწესა ტარიფები.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში „მომდევნო დღეებში“ შევა. ტარიფების, პარიზის კლიმატური შეთანხმების, ირანის ბირთვული შეთანხმებისა და იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის გამო, ტრანსატლანტიკური კავშირები მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები