LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა სანქციები 38 რუსულ კომპანიას დაუწესა

60

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, ანტირუსული სანქციების მოქმედების 6 თვით გახანგრძლივების შესახებ, ძალაში შევიდა. დადგენილების ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, „შავ სიაში“ გარკვეული ცვლილებები მოხდა. საბჭომ სიიდან ოთხი გარდაცვლილი ადამიანი ამოიღო. ამჟამად სანქციები 149 ადამიანს და 38 კომპანიას ეხება.

ეს არის ადმინისტრაციული პროცესის ფინალური ეტაპი. პოლიტიკური ვერდიქტი სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა 6 სექტემბერს გამოიტანა, ხოლო 14 სექტემბერს ის ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები