LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია Facebook-ის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს

83

მარკ ცუკერბერგის “ბოდიში” ფეისბუქის სკანდალის გამო, ევროკომისარის ვეტა იუროვასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ის ფეისბუქის შემქმნელისგან მეტ განმარტებას ელის და მომავალში მკაცრი ზომებით ემუქრება.

“ფეისბუქის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენება, სრულიად მიუღებელია. მომავალში, ევროკომისია კომპანიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს”, – ასეთი მტკიცე და მკაცრი პოზიცია დააფიქსირა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა ვეტა იუროვამ.

მან მოითხოვა მონაცემები, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაზარალდნენ ამ ყველაფრის გამო, ევროკავშირის მოქალაქეები.

„ეს სკანდალი უნდა გახდეს სიგნალი თითოეული ჩვენგანისთვის. ის თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენზე”, – განაცხადა ვერა იუროვამ.

საქმე ეხება კომპანია Cambridge Analitica-სგარშემო აგორებულ სკანდალს. როგორც აღმოჩნდა, ამ კომპანიამ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემები მესამე პირს, კერძოდ კი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს, გადასცა.

აშშ-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამის საპასუხო ზომებზე მუშაობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები