LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრონიუსი ბათუმს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის (+ვიდეო)

99

ტელეკომპანია ”ევრონიუსი” ბათუმს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის, – ამის შესახებ ინფორმაციას კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით,  გადაცემა „მეტროპოლიტანის“ მეშვეობით ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, გასტრონომიასა და ქალაქის თანამედროვე სახეს მილიონობით მაყურებელი გაეცნო.

”ევრონიუსის” ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული საინტერესო გადაცემა „ბათუმი – სტრატეგიული პორტიდან აქტიურ საზღვაო კურორტამდე“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაკეთდა. ”ევრონიუსის” გადამღები ჯგუფი პრესტურით რეგიონს ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე სტუმრობდა, რომლის დროსაც ტელეკომპანიამ კიდევ ერთი გადაცემა შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის შესახებ მოამზადა.

რეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.euronews.com/2017/09/05/batumi-from-strategic-port-to-bustling-sea-resort

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები