LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ნახევარფინალში დაწყვილდა: ესპანური დუელი არ იქნება

70

ევროტურნირების ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ. ეს ისეთი ეტაპია, ნებისმიერი განლაგება საინტერესო და დამაინტრიგებელია. ბუნებრივია, გამოკვეთილი ფავორიტების დასახელებაც არ შეიძლება.

მოკლედ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართულმა წილისყრამ ასეთი შედეგები მოიტანა. ჩემპიონთა ლიგა:

“მანჩესტერ სიტი” – “რეალი”
“ატლეტიკო” – “ბაიერნი”

ნახევარფინალის პირველი მატჩები მანჩესტერსა და მადრიდში, შესაბამისად, 26 და 27 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – მიუნხენსა და მადრიდში, 3 და 4 მაისს.
იქვე გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრაც. ამ ჯერზე ესპანური გუნდები ერთმანეთს აცდნენ (ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე). გუნდები ასე დაწყვილდნენ:

შახტარი – სევილია
ვილიარეალი – ლივერპული

პირველი მატჩები 28 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 5 მაისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები