LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

38

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

საკითხის მომხრე 553 დეპუტატი იყო,  წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

კენჭისყრამდე ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა  პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია ძლიერი სიგნალია ქართველებისთვის.

“საქართველო ევროკავშირის პარტნიორია და ევროკავშირის ირგვლივ მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ“, – აღნიშნა მარია გაბრიელმა.

 

უვიზო რეჟიმით სულ მალე ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე  180 დღის განმავლობაში 90 დღის ვადით. სასაზღვრო პუნქტთან კი  მოქალაქეებს, შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია

 

  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • დასაბრუნებელი ბილეთი.
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სასტუმროს ჯავშანი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები