LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” პირობებში ვიზალიბერალიზაციისთვის რეფორმები ვერ განხორციელდება: ლაშა დამენია

56
ლაშა-დამენია

“ქართული ოცნება” არ ასრულებს თავის დაპირებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

მისი თქმით ამას მკაფიოდ აღნიშნავს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული მეოთხე ანგარიში.

“სასამართლო რეფორმა, პროკურატურის რეფორმა, ფინანსური რეფორმა უნდა განხორციელდეს საქართველოში, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც თვითონ არის მოძალადე და დანაშაულებრივი, რა თქმა უნდა არანაირი იმედი არ გვაქვს ამ რეფორმებთან დაკავშირებით” – აცხადებს დამენია.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გამოსავალს საპროტესტო ელექტორატის მობილიზებაში ხედავს.

“თავისუფალი სამყაროს აქტივობასთან ერთად ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართული ოცნება რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს ხელისუფლების სადავეებს.“ – განაცხადა დამენიამ

ევროკომისიამ გამოაქვეყნა უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ანგარიშში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი და რომელიც ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს წარედგინება.

პოპულალურები