LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის პლეი-ოფების წილისყრას ტოპ მოდელი წაიყვანს

85

მექსიკელი ტოპ მოდელი და ESPN-ის წამყვანი ვანესა ჰაპენკაზენი ციურიხში გასამართი წილისყრის წამყვანი იქნება.
კენჭისყრის ცერემონიალი რომელიც პლეი-ოფში მოხვედრილ რვა გუნდს ერთმანეთში დააწყვილებს 17 ოქტომბერს გაიმართება. ასეთ ცერემონიალებზე როგორც წესი ვეტერანი და ვარსკვლავური იმიჯის მქონე ფეხბურთელების გარდა სცენაზე შოუს წამყვანებიც არიან ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი მექსიკელი ვანესა იქნება. მასთან ერთად ცერემონიალში მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იეროც იქნება ჩართული.

წილისყრის ცერემონია თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩებში მონაწილეობას შვედეთის, შვეიცარიის, ჩრდ.ირლანდიის, იტალიის, ირლანდიის, დანიის, საბერძნეთის და ხორვატიის ნაკრებები მიიღებენ. პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს, ხოლო განმეორებითი 12-14 ნოემბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები