LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

70

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პედრო აგრამუნტი, თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ არიევმა, დაწერა.

მან აგრამუნტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

“მან გადაწყვიტა ორშაბათისთვის დაგეგმილ ფინალურ კენჭისყრას აღარ დაელოდოს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიმიზეზა. ვულოცავ ყველას, ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა,“  – წერს არიევი.

პედრო აგრამუნტის გადადგომის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ის რუსული სამთავრობო თვითმფრინავით სირიაში  ბაშარ ასადთან ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები