LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიაზე“ ქართულ ჯგუფს მხარს Moby უჭერს!..

103

„ევროვიზიის“ ეროვნულ კონკურსამდე სულ ცოტა დრო რჩება. 20 იანვარს კონკურსის 25 მონაწილე საკუთარ სიმღერასა და შოუს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგენს. მათგან ერთი, ჟიურისა და მაყურებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეირჩევა და საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარადგენს.

ერთ-ერთი მონაწილეა ჯგუფი „The Mins“, რომელსაც ახლახან მხარი ცნობილმა შემსრულებელმა – Moby-მ დაუჭირა. მან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მათი სიმღერა „Crime“ გააზიარა და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა საკუთარ თაყვანისმცემლებს.

ჯგუფმა მობის მოწოდება საკუთარ გვერდზე გააზიარა. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ:

„ევროვიზია“ ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენთვის, სადაც ჩვენი სათქმელის ხმამაღლა გამოხატვა შეგვიძლია. მთავარი სათქმელი არის ის, რომ ადამიანები გარემოს ჩვენი კომფორტისთვის გამოყენებას მივეჩვიეთ. თვალდახუჭული ვართმევთ გარემოს ყველაფერს, სულიერსა თუ უსულოს, ვაძლევთ მათ ოთხკუთხედ ფორმას და ვაქცევთ ინდუსტრიის ნაწილად.

სამყარო იქცა ადგილად, სადაც ძლიერი ჩაგრავს სუსტს, სადაც დამნაშავეს ყველგან ეძებენ საკუთარი თავის გარდა.

ჩვენ გვინდა ყველას ვუთხრათ, რომ უნდა დავიწყოთ ცვლილებები საკუთარი თავიდან, ვუთხრათ არა ძალადობას, ჩაგვრას, აგრესიას.

არასწორი გადაწყვეტილებების ჯაჭვი კონკრეტული ადამიანებიდან იწყება, რის გლობალურ შედეგსაც ყოველდღე ვხედავთ დედამიწის ყველა კუთხეში.

გავაცნობიეროთ, რომ არავინ და არაფერი იმსახურებს, იყოს განწირული განადგურებისთვის“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები