LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული: ჩვენ fast food მუსიკის სამყაროში ვცხოვრობთ (ფოტო/ვიდეო)

119

ევროვიზიის რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული, კონკურსის ისტორიაში პირველად პორტუგალიის წარმომადგენელი გახდა.

27 წლის სალვადორ სობრალის გამარჯვება დის მიერ დაწერილმა სიმღერამ Amar Pelos Dois მოუტანა.

საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois სალვადორ სობრალმა სწორედ მის ავტორთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა.

სიტყვით გამოსვისას სობრალმა აღნიშნა: „ჩვენ fast food მუსიკის სამყაროში ვცხოვრობთ, ეს კი მუსიკის გამარჯვებაა. მუსიკა ფოიერვერკი არ არის, მუსიკა გრძნობაა…“

პორტუგალიამ ევროფესტივალის შემდეგი კონკურსის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

„ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.

საქართველო თამარა გაჩეჩილაძემ წარადგინა სიმღერით Keep the Faith თუმცა, მან ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები