LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიაზე“ საქართველოს „ირიაო“ წარადგენს – ჯგუფისთვის ახალი სიმღერა უკვე იწერება

71

„ევროვიზია 2018“ წელს პორტუგალიაში, ლისაბონში ჩატარდება. 31 დეკემბერს, „პირველმა არხმა“ უკვე დაასახელა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ევროპულ მუსიკალურ კონკურსზე წარადგენს. ეს იქნება კომპოზიტორისა და პიანისტის, დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით რამდენიმე წლის წინ დაარსებული ანსამბლი „ირიაო“, რომელიც ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ასრულებს.

„ირიაოს“ მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯაზფესტივალში საზღვრებს გარეთ, მათ შორის ჯავა ჯაზფესტივალზე, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ღონისძიებად მიიჩნევა. ჯგუფს ჩაწერილი აქვს ალბომი პოლონეთში, სადაც მალაზონიას მიერ ეთნო-ჯაზის ჟანრში შექმნილი არაერთი ახალი კომპოზიცია შევიდა.  „ირიაოს“ ასევე ეკუთვნის სხვადასხვა ძველი ქართული სიმღერის ახლებური და საინტერესო ინტერპრეტაციები. მცირე ხნის წინ შედგა „ირიაოს“ კოლაბორაცია რიშარ გალიანოსთან, რომელიც საქართველოში იან ლუნდგრენსა და პაოლო ფრეზუსთან ერთად იმყოფებოდა.

„ირიაოს“ შემადგენლობაში არიან დავით მალაზონია (კლავიში), ლევან აბშილავა (დრამი), შაკო ღელეყვა (ბასი), მიშო ჯავახიშვილი, გაგა აბაშიძე, ბუბა მურღულია (ვოკალი), დავით ქავთარაძე (ქართული ხალხური ინსტრუმენტები).

დავით მალაზონია „ევროვიზიისთვის“ ახალ კომპოზიციას წერს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს ხანში წარუდგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები