LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ აფასებს ლონდონში საკუთარ გამოსვლას ნუცა ბუზალაძე, სადაც მის სიმღერას ასობით ფანი მღეროდა: „ეს ემოციები, ალბათ, 9 მაისამდე გამყვება…“

368
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე ლონდონშია, სადაც ის პრომოტურის ფარგლებში თავისი სიმღერით Firefighter წარდგა.

კონცერტს „ევროვიზიის“ 4000 გულშემატკივარი ესწრებოდა, რომელიც ქართველ შემსრულებელთან ერთად ამღერდა.

აღსანიშნავია, რომ ფანებმა უკვე კარგად იციან ნუცას სიმღერის ტექსტი.

ნუცა ბუზალაძე, ლონდონში მიღებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების შესახებ „პირველ არხს“ ესაუბრა:

„პირველად შევასრულე „ევროვიზიის“ სიმღერა ცოცხლად და ეს იყო საოცარი კონცერტი და შოუ. ალბათ, ეს ემოციები 9 მაისამდე გამყვება, მაგრამ წინ გველოდება ამსტერდამის კიდევ უფრო დიდი კონცერტით, დიდი სცენითა და მეტი მაყურებლით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს სიმღერას ამდენი გულშემატკივარი ჰყავს. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალთ ამსტერდამში, ძალიან ველოდები ამ დღეს…“

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის კონკურსის სიახლეებით

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის კონკურსის სიახლეებით | გუშინ ნუცა ბუზალაძე ლონდონის პრეფართიზე წარდგა

Posted by Eurovision Georgia • 1tv.ge on Sunday, April 7, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები