LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალური შოუ დაიწყო – ქართველი კონკურსანტები მეორე ნახევარფინალში 10 მაისს წარდგებიან

103

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის ევროვიზიის პირველი ნახევარფინალური შოუ დაიწყო. პირველ ნახევარფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ევროვიზიის მონაწილე 43 ქვეყნის წარმომადგენელმა კონკურსანტებმა მსმენელებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. ეთნო-ჯაზ ბენდმა „ირიაომ“ მუსიკალური კონკურსის წინა წლის გამარჯვებულის საკონკურსო სიმღერაც იმღერა.

ქართველი კონკურსანტები ალტის არენაზე მეორე ნახევარფინალში 10 მაისს წარდგებიან. „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“. ჟიურისთან ერთად მაყურებლის ხმები გადაწყვეტს, მოხვდება თუ არა „ირიაო“ ფინალურ ტურში. ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლების ხმის მიცემა არ შეუძლია. ამიტომ, არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ.

საბოლოოდ, მაყურებელი და ჟიური  საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები