LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასანაურში ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა

89

ფასანაურში ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა. შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, მძღოლის გარდაცვალების მიზეზი უწყებისთვის ცნობილი არ არის.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ფასანაურთან საკვების, ფულის და საწვავის გარეშე ჩარჩენილი მძღოლების შესახებ კომენტარი გააკეთა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა თენგიზ ბედოიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გზაზე დარჩენილი ადამიანები ისეთ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომ მათ ღამე შეუძლიათ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში გაათიონ, თუმცა საკუთარი სახსრებით.

ასევე, ბედოიძე ამბობს, რომ თუ კიდევ დიდხანს მოუწევთ მძღოლებს გზაზე შეფერხება, შეძლებისდაგვარად, მათ საკვები პროდუქტებით დაეხმარებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები