LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს

48

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს თხილის ბაღის გაშენების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მასშტაბური პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში სპეციალისტებმა თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს კონსულტაცია გაუწიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები