LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა – როგორ შეაფასეს კოლეგებმა

74

10 ივნისს ფიალრმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნოდიკო ტატიშვილის სოლოპროექტი „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა” შედგა, გაიხსნა ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და მისი მეუღლის, ლუიზა კობალაძის სახელობის ვარსკვლავიც.

საღამომ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

ღონისძიების მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობა იყო ნოდიკო ტატიშვილის თაყვანისმცემელთა, გულშემატკივართა და კონცერტის მონაწილეთა მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დუეტსა თუ სოლოშესრულებას აზიარებდნენ საქებარი სიტყვების თანხლებით.

საღამოზე შესრულდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი სიმღერები, ჰიტები, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე რჩება ბევრისთვის საყვარელ კომპოზიციებად. ნოდიკო ტატიშვილმა დუეტები შეასრულა ნეკა სებისკვერაძესთან, მაკა ზამბახიძესთან, სალომე ბაკურაძესთან, თიკა მახალდიანთან და სხვებთან ერთად. ასევე სიურპრიზად დარბაზში მდჯომ ლუიზა კობალაძესთან ერთად ნოდიკომ ასევე იმღერა დუეტი, რომელსაც დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა…

სცენაზე კონცერტის მიმდინარეობისას ავიდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წარმომადგენელი თათა სადრაძე, რომელმაც ალექსანდრე ბასილაიას ოჯახს კომპოზიტორისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა – „ოქროს ტალღა“ ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების შემდგომ ნოდიკო ტატიშვილმა გახსნილი ვარსკვლავი გააზიარა და დაწერა:

„არ ვიცი, როგორ გითხრათ და მოგიყვეთ ჩემი განცდების შესახებ!

მადლობა თითოეული შეფასებისთვის, სიტყვისთვის, თქმისთვის, ზარისთვის, წერილისთვის, სტატუსისთვის, რომელსაც თქვენს „ფეისბუქის“ გვერდზე ვკითხულობ!

ბედნიერი გახლავართ და ამაყი, თქვენი საოცარი შეფასებებისა და კიდევ იმის გამო, რასაც ფოტოზე ხედავთ!

მადლობა! დიდი მადლობა!“

ნეკა სებისკვერაძე:

„მიხარია, რომ 5 წლის შემდეგ, უკვე მეორედ მომიწია ნოდიკოს სოლო კონცერტში მონაწილეობის მიღება, მახარებს ის რომ ამ პროექტმა, რომელშიც ბევრი ენერგია გვაქვს ჩადებული სწორედ 5 წლის წინ, დაიმსახურა ნდობა და მსმენელის დიდი სიყვარული, რაზეც გუშინდელი ანშლაგი სრულად მეტყველებდა! ბედნიერი ვარ რომ მომეცა შესაძებლობა მქონოდა შეხება ალექსანდრე ბასიალაის სრულიად გამორჩეულ მუსიკასთან, ის უდავოდ იყო და დარჩება სახალხო კომპოზიტორად! Nodiko Tatishvili მადლობა შენ!“

მარიამ როინიშვილი:

„ჩემი მეგობარი ნოდიკო❤️ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს❤️❤️

გამიმართლა, რომ შენი მეგობარი ვარ❤️ ძალიან მეამაყები და გილოცავ დღევანდელ ძალიან წარმატებულ კონცერტს ❤️❤️❤️❤️ Nodiko Tatishvili“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები