LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მარტს, ნოდიკო ტატიშვილი პროექტით „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“ მსმენელის წინაშე წარდგება

610
Untitled design (4)

10 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი პროექტით – „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“, მსმენელის წინაშე წარდგება. პროექტი ლეგენდარული კომპოზიტორის – ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნას ეძღვნება.

კონცერტზე მომღერლები მარიამ როინიშვილი, სოფო ხალვაში, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, ნეკა სებისკერაძე, თიკა მახალდიანი, მაკა ზამბახიძე, დათუნა მგელაძე იმღერებენ.

კონცერტი მოიცავს კომპოზიტორის მუსიკას, სადაც მაესტროს მიერ დაწერილი რეპერტუარი შესრულდება, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტს გაუძლო და დღესაც ისეთივე აქტუალურობით გამოირჩევა, როგორც ათეულობით წლის წინ, ასევე სიმღერები მიუზიკლებიდან, მულტიპლიკაციური ფილმებიდან და კინოდან.

მუსიკა, რომლითაც მაესტროს უდიდესი ეპოქა შექმნა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში, შესრულდება დიდი შემადგენლობის მუსიკალური ბენდისა და ორკესტრის თანხლებით.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ტიკეტ.ჯის (tkt.ge).

პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო.

რადიომხარდაჭერა: „ფორტუნა“ და „არ დაიდარდო“.

10 მარტს, გელოდებით ფილარმონიაში ❤ შეგიძლიათ გადააზიაროთ პოსტი, გამიხარდება <3 ბილეთები უკვე დაიდო: tkt.ge/NodikoTatishvili10March Salo Bakuradze Sophie Gelovani Tika Makhaldiani Maka Zambakhidze Neka Sebiskveradze mariam roinishvili

Posted by Nodiko Tatishvili on Friday, February 23, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები