LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის საკლასო ოთახები გაგაოცებთ! – “ნდობა,თავისუფლება და თანასწორობა”

442

განათლების სისტემის ფინური მოდელის შესახებ ინფორმაცია ბევრი ქვეყნისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველა საგანი გააუქმოს და მოვლენები, სხვადასხვა თემა  ინტერდისციპლინურ ფორმატში ასწავლოს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომს ბავშვებს აუხსნიან ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის ჭრილში.

ეს გადაწყვეტილება ბევრი ჩვენგანისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია. ასეთივე გასაოცარია ფინეთის სკოლებში გადაღებული ფოტოები, რომელიც „ფეისბუქის“ მომხმარებელმა მაკო ღამბაშიძემ გააზიარა.

„დღეს ფინეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ვიყავი. ბევრი დადებითი მსმენია, თუმცა თვალით ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მივხვდი, რომ ნდობა, თავისუფლება და თანასწორობა აქცევს ფინური განათლების სისტემას სამაგალითოდ. ვფიქრობ, სურათები და მათი აღწერა უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე,” – წერს ღამბაშიძე და „ფეისბუქზე ფოტოებსა და ვიდეოს აზიარებს.

შეგახსენებთ, რომ ფინეთში განათლების დონე ძალიან მაღალია და საერთაშორისო რეიტინგებში ყოველთვის პირველ ათეულშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები