LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში სასკოლო საგნები უქმდება

152

ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული. საერთაშორისო რეიტინგებში ფინეთის განათლება ყოველთვის პირველ ათეულშია. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მეტ წარმატებას მიაღწიოს აღნიშნულ დარგში და სასკოლო სისტემაში ნამდვილი რევოლუცია მოაწყოს.

ხელისუფლებას სურს, სასკოლო საგნები გააუქმოს. აღარ იარსებებს ფიზიკის, მათემატიკის, ლიტერატურის, ისტორიის, ან გეოგრაფიის გაკვეთილები.

ჰელსინკის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარჯო კილონენი განმარტავს : 

„ჯერ კიდევ არსებობს სკოლები, სადაც მოძველებურად ასწავლიან ბავშვებს, ეს წარმატებული მეთოდები იყო 1900-იანებში, თუმცა 21-ე საუკუნეში განსხვავებული რამ გვჭირდება.“

 

ცალკეული საგნების ნაცვლად, მოსწავლეები ისწავლიან მოვლენებს, სხვადასხვა თემას  ინტერდისციპლინურ ფორმატში. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომს ბავშვებს აუხსნიან ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის ჭრილში.

კურსი „კაფეში მუშაობა“ კი ბავშვებს დაეხმარება, შეისწავლონ იდეალურად ინგლისური, ეკონომიკა, გამოიმუშაონ კომუნიკაციის კარგი უნარი.

სისტემას ჯერ უფროსკლასელები გაეცნობიან, 16 წლის ასაკიდან.

სიახლის მთავარი არსი არის ის, რომ მოსწავლეებმა თავად უნდა აირჩიონ, რომელი თემა, ან მოვლენა სურთ, ისწავლონ, სამომავლოდ საკუთარ ამბიციებსა და შესაძლებლობებს კარგად გაიაზრებენ. ამ მიდგომით არცერთი მოსწავლე არ იფიქრებს მთელი წლის განმავლობაში, რაში სჭირდება ქიმია, ან ფიზიკა.

მოსწავლისა და მასწავლებლის ტრადიციული ურთიერთობაც შეიცვლება. ბავშვები აღარ ისხდებიან მერხებთან აღელვებულები და არ დაელოდებიან, როდის მოუხდებათ მასწავლებლის კითხვაზე საპასუხოდ ადგომა. ამის ნაცვლად, მოსწავლეები იმუშავებენ პატარა ჯგუფებად და განიხილავენ პრობლემებს.

ფინური საგანმანათლებლო სისტემა მოსწავლეებს აჩვევს ჯგუფურ მუშაობას, ეს კი დადებითად იმოქმედებს მასწავლებლებზეც. სასკოლო რეფორმა მოითხოვს მასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობასაც.

ახალი სისტემისთვის მზადდება ჰელსინელი მასწავლებლების 70%-მა უკვე დაიწყო. შედეგად, მათი ხელფასებიც გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები