LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონდი „იავნანა“ განცხადებას ავრცელებს

61

ფონდი “იავნანა” რამდენიმე დღის წინ “პრაიმ ტაიმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია რომ  „იავნანამ“ ძვირადღირებული ჯიპები შეიძინა.

ფონდის განცხადებით, ეს არის წინასწარ დაგეგმილი შავი პიარი.  მათივე თქმით, 2011-2015 წლებში ფონდმა „იავნანამ“ ქველმოქმედებაზე შემოწირული თანხის 91, 9% დახარჯა.

ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ეს გახლავთ წინასწარ დაგეგმილი და მართული კამპანია პოლიტიკური შავი  პიარისა, რომელშიც სამწუხაროდ,  ჩართულია არაერთი გამოცემა და  საინფორმაციო პორტალი. გამოქვეყნდა მორიგი მასალა, სადაც საქმე გვაქს ციფრებით მანიპულირებასთან.  იგივე მედია-საშუალებამ გაზეთმა Pრიმე თიმე რამდენიმე დღის წინ, გამოაქვეყნა  წერილი, რომლის სათაურშიც განსაკუთრებული ზომის შრიფტით იყო გატანილი,  რომ „იავნანამ“ ძვირადღირებული ჯიპები შეიძინა. ამჯერად, კი წერენ, რომ  მხოლოდ ერთი ავტომობილი იქნა გამოყვანილი ტოიოტას ცენტრიდან. ანუ რითაც  „ააგორეს“ თემა, მომდევნო პუბლიკაციაში თავადვე უარყვეს.

ასევე წინა ნომერში  იუწყებოდნენ, რომ „იავნანაში“ 5 მლნ. დაიკარგა, ხოლო დღეს გამოაქვეყნეს რომ  3 მილიონს ვერ პოულობენ ფონდში. და ამ ყველაფრის შესახებ წერს გამოცემა,  რომელიც ფონდის ოფისის მისამართსაც კი შეცდომით ასახელებს.  ამჯერად, იმისათვის, რომ ფონდს ზიანი მიაყენონ, რითაც ყველასათვის ნათელია,  რომ საბოლოო ჯამში, დაზარალდებიან სოციალურად დაუცველი ბავშვები და  სტუდენტები  ნაცად და იაფფასიან ხრიკს მიმართეს, რაც გამოიხატება ციფრებით  მანიპულირებაში. იმისათვის, რომ სკანდალური ციფრი მიეღოთ დააჯამეს ფონდის  თანამშრომელთა 5 წლის ხელფასები. მოგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანაში“  მუშაობს 16 თანამშრომელი, რომელთა ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის  ჯამი თექვსმეტივესი ერთად სინამდვილეში 18 938 ლარს შეადგენს.  აგრეთვე, აქცენტს აკეთებენ ფონდის „სხვა ხარჯებზე“, რაც ძირითადად  კონცერტის  მოწყობასთან დაკავშირებული გასავალია. საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა  ხარჯებთან არის დაკავშირებული მსოფლიო აღიარების მქონე არტისტების  მოწვევა.

ბოლო დროს, არაერთხელ გახდა განსჯის საგანი უცხოელ ვარსკვლავთა  ჰონორარები, რაც თითო მათგანზე ზოგ შემთხვევაში რამდენიმე მილიონს  შეადგენდა. როდესაც „იავნანას“ მოწვევით ჩამოდიან მსოფლიო რანგის  სოლიტები და დირიჟორები, ისინი ჰონორარის გარეშე იღებენ საქველმოქმედო  აქციაში მონაწილეობას, მაგრამ მგზავრობას, სასტუმროს, საქართველოში მათი  ყოფნისა და კონცერტის საორგანიზაციო ნაწილის ხარჯებს ფონდი უზრუნველყოფს.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ხარჯები ფინანსდება არა მოქალაქეების  შემოწირულობებიდან, არამედ კერძო კომპანიებიდან და სპონსორებიდან.  ზემოაღნიშნული წერილის ავტორს გამორჩენილი აქვს (შესაძლოა შეგნებულად  გამოტოვებული) რამდენიმე მნიშვნელოვანი გრაფა. მათ შორის 5 წლის მანძილზე  საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობაში დახარჯული ფინანსები 2 379 000  ლარი. სხვა საქველმოქმედო ფონდისთვის „იავნანას“ ანგარიშიდან გადარიცხული  მიზნობრივად შემოსული თანხა 276 000 ლარი. 5 წლის მანძილზე ნატურალური  ფორმით გაწეული სხავდასხვა სახის დახმარება სოციალურად დაუცველი  ოჯახებისთვის, რაც  შეადგენდა 96 000 ლარს.” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები