LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cheek to Cheek

უცნაურია, რომ არსებობს ჰიტები, რომლებზეც თითქოს არაფერია მოსაყოლი მაგრამ ფაქტია, მსგავსისიმღერები ხშირად მუსიკის ისტორიის განუყოფელი ნაწილია – ერთ-ერთ ასეთია Cheek to Cheek. სიმღერა ირვინგ ბერლინმა ოცდაათიანებში დაწერა ფილმისთვის თოფ ჰეთ, რომელშიც ფრედ ესტერი და ჯინჯერ როჯერსი გადაიღეს. სურათში ფრედი ჯინჯერს ცეკვის დროს განცდილ შეგრძნებაზე უმღერის.

სიმღერა ოსკარზეც იყო ნომინირებული, თუმცა ოქროს ქანდაკება „ბროდუეის იავნანას“ გადაეცა. ესტერის ჩანაწერი ჰიტ აღლუმის პირველ პოზიციაზე ზუსტად ხუთი კვირის განმავლობაში იყო. ეს ჰიტი 1935 წელს ნომერ პირველ სიმღერად აღიარეს და და ესტერის შესრულება, ლეო რაისმენის ორკესტრთან ერთად გრემის დიდების დარბაზშია დაცული. მოგვიანებით ეი ეფ აის გამოკითხვაში ასი წელი ასი სიმღერა, რომელშიც ამერიკული კინოს საუკეთესო სიმღერები შედიოდა, ჰიტმა მე-15 ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჰიტი უამრავ ფილმსა და სერიალში ჟღერს, რომელთა შორისაა მე მიყვარს ლუსი, მეში, სიმპსომენი, მეოჯახე კაცი, გლი, მწვანე მილი, ხელოვნური ინტელექტი და მრავალი სხვა.  არავის უკვირს, რომ ყველაზე ცნობილ ვერსიებზე საუბრისას მელომანები, მუსიკოსებთან ერთად ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის დუეტზე საუბრობენ.

ცნობილი სიმღერა ისეთმა ვარსკვლავებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან: ფრენკ სინატრა, ტონი ბენეტი და ლეიდი გაგა, დორის დეი და სხვები.

გიამბობდათ ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი