ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება თვითონაც მოძალადედ ჩამოყალიბდეს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება თვითონაც მოძალადედ ჩამოყალიბდეს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

სასკოლო ტერორი (ბულინგი) გულისხმობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელსაც თანაკლასელები ან სხვა ბავშვები მიმართავენ ბავშვის დასაშინებლად და დასამორჩილებლად. სასკოლო ტერორი გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში და განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება 9-10 წლის ასაკიდან. ბულინგი გულისხმობს დროში გახანგრძლივებულ მოქმედებას – აქვს თითქმის ყოველდღიური ფორმა, რაც შეიძლება გაგრძელდეს თვეების და წლების განმავლობაშიც კი. ბავშვზე ტერორი ხორციელდება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი ფორმით. მსხვერპლი ბავშვი გაცილებით სუსტია აგრესორზე. ხშირად რამდენიმე მოსწავლე გაერთიანებულია ერთის წინააღმდეგ.

როგორც „ფორტუნას“ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგმა სალომე კაკაბაძემ განუცხადა, სასკოლო ტერორის დროს ბავშვების ქცევებში შეინიშნება:  მეტსახელების შერქმევა, დაცინვა, მუქარა, ხელისკვრა, ჯგუფიდან გარიყვა, დამამცირებელი, უცენზურო წარწერების გაკეთება, იგნორირება, ცემა და სხვ. სასკოლო ტერორს სხვადასხვა ადგილზე გადაწყდეთ. ძალიან ხშირად იგი გვხვდება სკოლაში ან სკოლასთან ახლოს: სკოლის გზაზე, კლასში, დერეფანში, სასადილოში, სპორტულ მოედანზე და ა.შ.

ფსიქოლოგის განცხადებით, მსხვერპლი ბავშვი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია თანატოლებისგან. ასეთ ბავშვებს   ძირითადად ახასიათებთ მაღალი შფოთვა, სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში უსაფრთხოების განცდის არარსებობა, აქვთ დაბალი თვითშეფასება, მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. ისინი ირგებენ “მსხვერპლის”, “დამარცხებულის” როლს და მიიჩნევენ, რომ უძლურები არიან. ასევე, ახასიათებთ სასკოლო სიძნელეები – სწავლაში მიღწევების გაუარესება, გაკვეთილების გაცდენა…

რაც შეეხება აგრესორ ბავშვებს, როგორც წესი, მათ მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. აგრესორი ბავშვი გამუდმებით ცდილობს, იმაზე უფროსი და ძლიერი ჩანდეს, ვიდრე სინამდვილეშია. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად მათ ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ზეწოლა ესახებათ. აგრესორ ბავშვს ძირითადად ახასიათებს: ფეთქებადი ხასიათი, ჭარბი ენერგია, სხვებზე ზეგავლენის მოხდენის და სხვა ადამიანების გამოყენების უნარი, ძალაუფლების და პოპულარობის დიდი სურვილი, შიში იმისა, რომ თვითონ არ იყოს დამცირებული სხვა ბავშვის მხრიდან. მის ირგვლივ ყოველთვის არის ორზე მეტი თანამოაზრე, რომლებთან ერთადაც ის ირჩევს მსხვერპლს.

„რატომ ავლენს ბავშვი თანატოლის მიმართ აგრესიას, მას სურს, მიიქციოს ყურადღება, საკუთარ თავზე გადაჭარბებულად კარგი წარმოდგენა აქვს, ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ მეგობრობა, არა გააჩნიათ დანაშაულის შეგრძნება და სხვისი განცდების გაგების უნარი, ვერ აცნობიერებენ საკუთარი ქცევის შედეგებს. ბავშვთა და მოზარდთა შორის სასკოლო ტერორის გავრცელებასა და დამკვიდრებას ხელს უწყობს ამ მოვლენის მიმართ როგორც უფროსებში, ასევე ბავშვებში ჩამოყალიბებული არასწორი დამოკიდებულება, მცდარი შეხედულებები. ხშირად ბავშვები ხედავენ აგრესიას უფროსების ქცევებში და მათი ქცევის მოდელს იმეორებენ თანატოლებთან. ეს ფაქტორები, ხელს უწყობს ბულინგის შემთხვევების განვითარება/გახანგრძლივებას“ – განაცხადა სალომე კაკაბაძემ.

სასკოლო ტერორის – ბულინგის შედეგად, ძალადობაგანცდილი მსხვერპლი შეიძლება დიდხანს განიცდიდეს შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს. ასეთი ბავშვები თავს არიდებენ სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ზოგჯერ სასკოლო ტერორი სერიოზული ფიზიკური ტრავმებით ან ლეტალურადაც მთავრდება. ცნობილია, რომ ძალადობის მსხვერპლი თვითონვე შეიძლება მოძალადედ ჩამოყალიბდეს. ტერორის ინიციატორი ბავშვები თავიანთი  მოზრდილობის ასაკშიც გამოხატავენ აგრესიას და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ მისი შვილი არ გახდეს ბულინგის მსხვერპლი, ამ საკითხზე რჩევებს ფსიქოლოგი სალომე კაკაბაძე მოგცემთ.

გადაცემის ჩანაწერი

15 ივნისი, 2016

სხვა ჩანაწერები