LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თვისებები უნდა ჰქონდეს PR მენეჯერს – FM ქოუჩი

13

პიარის გარეშე ბიზნესის წარმატება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. კერძო ბიზნესის მართვა არ არის მარტივი საქმე, თუმცა არანაკლებ რთულია კარგად დაპიარდეს ესა თუ ის ბრენდი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც კონკურენცია მაღალია. გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია ისი-პარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია შამუგია.

რამდენად რთულია დღეს პიარში მუშაობა?

პიარ სფეროში მუშაობა რთულიც და სასიამოვნოც არის. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს, პატარა ქალაქია და ვინც ამ სფეროში ვართ,ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ და ეს მეგობრულ-კონკურენტული დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გიწყობს ხელს გაზრდაში. ამ სფეროში მყოფები ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. კონკურენციაც საინტერესოა, ამის გარეშე ნებისმიერი პიარიც და კომპანიაც იწყებს გაფერმკრთალებას. ბევრი კომპანია ვთანამშრომლობთ, გვაქვს ერთობლივი პროექტები. არსებობს სხვადასხვა საიტები, საიდანაც პიარის კუთხით ბევრ ინფორმაციას იგებ და აყალიბებ მეგობრულ  ურთიერთობებს.

როგორ ხდება ბრენდის შეფუთვა?

მიუხედავად იმისა, რომ იმ სფეროში სადაც ვმუშაობ, ჩემამდე ფაქტობრივად უკვე შეფუთული პროდუქცია მოდის, ნებისმიერი შეფუთული ბრენდის ოდნავ გადაფუთვა მაინც გიწევს და მორგება იმ სოციუმზე, სადაც ცხოვრობ. ის სფერო, სადაც ვმუშაობ, კონკრეტულად პარფიუმერია, მრავალფეროვანია სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რეჟისორებით, მუსიკოსებით და მხატვრებით გაფორმებული ბრენდები, მისი საზოგადოებისთვის მიწოდება მარტივიც არის და ამავდროულად რთულიც. მომხმარებლის დაინტერესება არ არის მარტივი, მიუხედავად იმ ბრენდების სიდიადისა რასაც გვაქვს წარმოდგენილი. ასე დროს, მარკეტინგულ ხრიკებს ვიყენებთ, ვპოულობთ მთავარ გასაღებს, რაც მომხმარებელს ძალიან დააინტერესებს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს PR მენეჯერს?

პიარის ალღო უნდა გქონდეს. პიარი  ნიშნავს წარმოადგენდე კონკრეტულ კომპანიას. პიარი არის კომუნიკატორი კომპანიასა, საზოგადოებას, მედიას შორის, როცა შენს უკან დიდი კომპანია დგას, მნიშვნელოვანია დიპლომატია, გამართული მეტყველება, ინტელექტი და რა თქმა უნდა პირადი კონტაქტები, ამ სფეროში ნებისმიერ დიპლომსა და ნებისმიერ პრაქტიკაზე წინ დგას პირადი კონტაქტები.

გადაცემის ლაივი:

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1894677930557027/

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები