LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად აუცილებელია ორგანიზაციისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება – FM ქოუჩი

6

სტრატეგიული გეგმის შემუშავება ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება. სწორად დაგეგმილი მიზნები და ამოცანები დაგეხმარებათ  სასურველი შედეგი მიიღოთ, ეს ყოველივე კი სტრატეგიულ გეგმაში უნდა გაიწეროს. გადაცემის “FM ქოუჩის” სტუმარია ტრენერი, კონსულტანტი კახა მაღრაძე.

 

რაში ეხმარება ორგანიზაციას სტრატეგიული გეგმა?

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ორიენტირებული განვითარებაზე, აუცილებელი ინსტრუმენტია სტრატეგიული ხედვის არსებობა და ამ ხედვის რეალიზება საკუთარ საქმიანობაში. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ეხმარება კონკრეტული მიმართულებით ორგანიზაციას. სტრატეგიული დაგეგვმის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ მასში იყვნენ ჩართული კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენლები. დოკუმენტში ერთი მსხვილი კომპონენტი რისკების მართვასაც უნდა დაეთმოს, რათა წინასწარ იცოდე რა საფრთხეები არსებობს.

 

რა ადგილი უკავია დოკუმენტში მიზნებსა და ამოცანებს?

 

სტრატეგიული დაგეგვმის პირველ ეტაპზე კეთდება საჭიროებათა ანალიზი, რასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დოკუმენტის შექმნისთვის.ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციას  სურს რაღაც შეცვალოს, რაღაც მნიშვნელოვანი დაგეგმოს, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად განვითარდეს. პირველ რიგში უნდა გასცეთ პასუხი კითხვას  „სად ვარ?“, „სად მინდა რომ ვიყო“, ამის შემდეგ შეიძლება საერთოდ პროფილის შეცვლის სურვილიც გაგიჩნდეთ. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება განსაზღვრა და სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავება. სტრატეგიული მიზანი შეიძლება იყოს პერსონალის ეფექტიანად მართვა, ახალი ბაზრების მოძიება და ექსპორტზე გატანა საკუთარი პროდუქციის და ა.შ.

სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს ბიუჯეტი შესაბამისი პასუხისმგებელი პირებით. ძირითადად მართვის სისტემა ერთ წელზეა ორიენტირებული, არსებობს წლიური ბიუჯეტები, წლიური ანგარიშები და ეს არის ის პერიოდი, როდესაც შეიძლება კონკრეტული შედეგების მიღება და შეფასება.

 

რა იქნება მთავარი რეკომენდაცია სტრატეგიული გეგმის შემუშებისთვის?

დაუთმეთ დრო სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და ჩაერთეთ ამ პროცესში, ვერავინ მოვა და ვერ დაწერს უკეთესად სტრატეგიას, რომელიც თქვენ ორგანიზაციას სჭირდება, დოკუმენტი უნდა იყოს თქვენი იდეების კომბინაცია.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები