LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ხშირად დგებიან ქართული კომპანიები რისკების საფრთხის წინაშე – FM ქოუჩი

7

რისკი ეს არის გარკვეული მოვლენების ზემოქმედება კომპანიების, ორგანიზაციების სტრატეგიულ თუ საოპერაციო მოქმედებებზე. ხშირად კომპანიებში რისკების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამისთვის საჭიროა მენეჯმენტმა წინასწარ იცოდეს რისკ ფაქტორების შესახებ. გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია „ჯეპრას“ ტრანსფორმაციის მენეჯერი, ტრენერი სოსო გალუმაშვილი.

რა ფაქტორები იწვევს კომპანიებში რისკებს?

რისკი არ არის მარტივი პროცესი, რისკების უამრავი ფაქტორი არსებობს. წინასწარ გასათვალისწინებელი რისკის შედეგი, რისკის ალბათობა. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გაკეთებული რეესტრი ყველა იმ რისკის, რომლის ალბათობაც შეიძლება გაჩნდეს კომპანიების წინაშე. ეს კომპანია აგროვებს ამ რისკების მიმართულებებს, რათა თავიდან ააცილოს რისკები ორგანიზაციებს.
ფაქტორები, რომელიც რისკებს განაპირობებს, ის გლობალური ტრენდებია, რაც არსებობს ბაზარზე. წინა საუკუნის 70-იან წლებში სამყაროში განსხვავებულად მიმდინარეობდა მოვლენები და რისკებიც მცირე იყო. ჩვენ ვიმყოფებით არასტაბილურ, განუჭვრეტელ და რთულ გარემოში, რომელშიც ოპერირება სულ უფრო რთული ხდება, ეს პროცესი დაკავშირებულია რისკების მრავალფეროვნებასთან.

რამდენად ხშირად დგებიან ქართული კომპანიები რისკების საფრთხის წინაშე?

ქართული კომპანიები თითქმის ყოველ დღე დგებიან რისკის საფრთხის წინაშე. ამიტომ საჭიროა რისკების მართვის პროცესი იყოს გააზრებული, ხშირად რისკები კრიზისში გადადის. ქართული და უცხოური კომპანიები რისკების მართვის თვალსაზრისით ძალიან განსხვავდებიან. ჩვენთან რისკების შეფასება არ უყვართ და ელიან, როდის ჩაივლის რისკი, ასევე არ იციან გრძელვადიანი დაგეგმარება. სწორედ გრძელვადიანი დაგეგმარების ნაწილია რისკების თავიდან აცილების პროცესი.

უნდა არსებობდეს თუ არა კომპანიებში რისკის განმსაზღვრელი ჯგუფი?

ეს კომპანიაზე დამოკიდებული. შეიძლება არც არსებობდეს, მაგრამ რისკების პასპორტი კომპანიას უნდა ჰქონდეს. ხშირად რისკი კრიზისში გადადის. საერთაშორისო სტანდარტებით, იმისთვის რომ არ მოხდეს რისკის კრიზისში გადაზრდა, საჭიროა კონკრეტული რეაგირების გატარება რისკის დადგომიდან 8 საათში. აქ საუბარია საინფორმაციო რისკებზე. მენეჯმენტმა უნდა მოახდინოს სწორი სვლა, თუ რამდენად სწორად იმართება საინფორმაციო რისკი. რისკების პასპორტი მოიცავს გარკვეული რისკების ტიპოლოგიას, ყალიბდება შესაძლო რისკების რეესტრი, რაც ეხმარება კომპანიას რისკის დადგომის დროს პრობლემების მოგვარებაში და რისკის ზიანის შემცირებაში.
კომპანიებმა უნდა შეაფასონ რისკების განმეორებადობის ალბათობა, დაადგინონ რისკების წყარო, მიზეზი და საბაბი. ეს არის ის, რასაც ქვია რისკების მართვის პროცესი.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები