LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის უნდა მიმართოთ მედიატორს დახმარებისთვის – FM ქოუჩი

23

დღეს მედიატორის როლი სულ უფრო იზრდება. მედიაციის პროცესი გამოიყენება როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე კომპანიებში. რა როლი აქვს მედიატორს და როდის შეგიძლიათ მიმართოთ მას, გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ილიას სახელობის უნივერსისტეტის ასოცირებული პროფესორი, ტრენერი ტატო სიხარულიძე.

რა არის მედიაცია?

მედიაცია არის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობა. თუ ორ ადამიანს გააჩნია დავა, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, სასამართლო გზა არის დაკავშირებული გარკვეულ დანახარჯებთან, ადვოკატის აყვანასთან, გადასახდელი იქნება თანხა, შეიძლება დავის გადაწყვეტას დასჭირდეს 2-3 წელი, ანუ საუბარია ფინანსურ დანახარჯზე, პლიუს დროზე, თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზაზე, შეგვიძლია განვიხილოთ მედიაცია. განსხვავება მედიაციასა და სასამართლოს შორის არსებობს, სასამართლოში საქმეს გვიწყვეტს მოსამართლე, მედიაციაში კი მხარეები გადაწყვეტილებას მედიატორის დახმარებით იღებენ.

მედიატორს მიმართავენ კომპანიები მაშინ, როდესაც მხარეები ვეღარ ახერხებენ  პრობლების თავისით გადაწყვეტას. კარგია მედიაციას მიმართონ მაშინ, ვიდრე დაიწყება სასამართლო განხილვა და ურთიერთობები დაიძაბება.

 

როგორ უნდა შევარჩიოთ მედიატორი?

კომპანიებში შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის დავა, მაგალითად, კონტრაქტთან დაკავშირებული დავები, შეიძლება წარმოიშვას დავა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, ეს დავები განეკუთვნება ბიზნეს დავას და მისი გადაჭრა სწორედ მედიაციის გზით შეიძლება განვიხილოთ. აღმოსავლეთ ევროპაში დავა, რომელიც  20 მილიონი დოლარი ჯდებოდა, მედიტორის ჩართულობით 20 ათას დოლარად გადაიჭრა.

მედიაციის სერვისი სხვადასხვა კომპანიებს აქვთ. მედიატორი უნდა შეარჩიოთ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. მედიატორმა კარგად უნდა იცოდეს მედიაციის პროცესის მართვა. თუ გაქვთ ბიზნეს დავა, მედიატორს შეიძლება ჰყავდეს კონსულტანტი, რომელმაც ბიზნეს ელემენტები უკეთ იცის. მედიატორი უნდა იყოს მიუკერძოებელი და ნეიტრალური, არ უნდა იყოს იმ საკითხით დაინტერესებული, რომელიც არის განხილვაში.

 

რამდენად უნდა იყოს დაცული კონფიდენციალობა მედიაციის დროს?

მედიაციის დროს კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული, ბუნებრივია, იმის გარანტს ვერავინ მოგცემთ, რომ რომელიმე მხარე არ გააჟღერებს ინფორმაციას, თუმცა სასურველია გაფორმდეს ხელშეკრულება, სადაც ეს პუნქტიც გაიწერება. მედიაცია ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში. ამ ინსტიტუტს სჭირდება ხელშეწყობა. არის ელემენტები, თუ როდის არ ღირს მედიაციის გზით წასვლა, მაგალითად, თუ 100% ხართ დარწმუნებული, რომ მოიგებთ სასამართლო დავას. თუმცა, მედიაციას აქვს თავისი დადებითი მხარეები, ეს არის კონფიდენციალობა, რომელიც სჭირდება ბიზნესს, ასევე, გადაწყვეტილება გაცილებით  მოკლე დროში მიიღება.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები