LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მართოთ Facebook გვერდი – FM ქოუჩი

13

სოციალური ქსელები უკვე წლებია აქტუალობას არ კარგავს. Facebook-ში სულ უფრო მეტი ახალი გვერდი ჩნდება. ადმინისტრატორები ცდილობენ მომხმარებლის ყურადღება მიიქციონ და  გაზარდონ გვერდის პოპულარობა. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ზურაბ ბალანჩივაძე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Facebook გვერდის შექმნის დროს?

Facebook გვერდის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ ბრენდიც და აუდიტორიაც. ასევე სახელი, რითაც იქნება წარმოდგენილი ესა თუ ის გვერდი, რამდენად მოქნილად ჟღერს იგი მომხმარებლისთვის და ადგილია დასამახსოვრებლად. აქ იგულისხმება, ძირითადად, სახელმწიფო დაწესებულებები, რომელთა სახელებიც, უმეტესწილად, იურიდიული ნომენკლატურაა. ამ შემთხვევაში, მათი გამარტივებაა სასურველი. გვერდის დიზაინერი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია და არა აქვს მნიშვნელობა, ავიყვანთ მას თუ ვინმეს ვთხოვთ დიზაინის მომზადებას. მინიმალური დოზით დიზაინი უხდება კონტენტსაც, თუნდაც იმიტომ, რომ არ იყოს ერთფეროვანი და მომაბეზრებელი. რაც შეეხება, “ფეიჯიდან” პოსტების გადაშეარებას, ეს საკითხი ინდივიდუალურია, “ფეიჯს” ეს მხოლიდ პლუსად ჩაეთვლება და ყველა ვარიანტში გაზრდის ორგანულ წვდომას, რიჩს.

რამდენი ადმინი უნდა ჰყავდეს Facebook გვერდს?

ადმინისტრატორი უნდა იყოს მინიმუმ ორი. ერთის დაბლოკვის ან რაიმე ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, საშუალება უნდა იყოს მეორე ანგარიშიდან დაამატონ სხვა ადამიანები და განაწილდეს მართვის საშუალებები. მნიშვნელოვანია მომხმარებლის კითხვებზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხების გაცემა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ისევ გვერდსა და კითხვების სპეციფიკაზე. თუმცა, თუკი ერთსა და იმავე კითხვაზე იგივე პასუხი გვაქვს, შესაძლებელია, უბრალოდ, დავაკოპიროთ წინა პასუხი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ვაქცევთ დიდი ყურადღებას.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები