LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებისთვის შემართებაა საჭირო, წარმატების შენარჩუნებისთვის გამოცდილება

6

29 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა”, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი კოკა გუნცაძე სტუმრობდა.

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, კოკა ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა ფილოსოფიის ანთროპოლოგიის მიმართულებით, შემდეგ კი, პოლიტიკაში გადაინაცვლა და ქვეყნისთვის მეტად რთულ პერიოდში ჯერ პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი, რამდენიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის დამფუძნებელი გახდა. 2012 წელს კოკა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა და მოღვაწეობა საქართველოს რკინიგზაში გააგრძელა.

სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად დღის წესრიგში ტარიფების გადახედვის აუცილებლობა დადგა და საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა ადგილობრივ და საექსპორტო ტვირთებზე ტარიფების 20 პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზაში კიდევ ბევრი სიახლეა, რაც პირველ რიგში სტრატეგიულ ხედვას და კომპანიის მომავალ განვითარებას ეხება.

საქართველოს რკინიგზაში ფართო მასშტაბიანი რეფორმა და მოდერნიზაცია მიმდინარეობს, რომელიც ყველა სფეროს ეხება. მართვის სისტემის მოდერნიზაცია, კომპანიის ეფექტურობის გაზრდას ითვალისწინებს. სტრუქტურული რეფორმა კი, ახალი და მობილური სტრუქტურის შექმნისთვისაა განკუთვნილი. შემუშავდა თანამშრომელთა შეფასებისა და წახალისების ახალი სისტემა, რომელიც ერთგვარი მოტივაცია იქნება მათთვის და გაზრდის შრომისნაყოფიერებას. მოდერნიზაცია შეეხო ინფრასტრუქტურასაც – ორი ძველი ძალიან მსხვილი პროექტი დამუშავების პროცესშია და კორექტირების შემდეგ ორივე პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანია რკინიგზის დერეფანი და ამ დერეფანში ჩინეთის მიერთება.

ზოგადად ბიზნეგარემო საქართველოში კოკას აზრით, ბევრად გაუმჯობესდა. პირველ რიგში გარანტირებულია საკუთრების უფლება, მართალია, არსებობს სადაო საკითხები, რაც ბიზნესის ზედმეტ რეგულირებას ეხება, თუმცა საერთო ჯამში სიტუაცია ბევრად უკეთესია.

თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში საქართველოს რკინიგზამ გარკვული თანხა გადარიცხა, აქვს საკუთარი ფონდიც, რომელიც კომპანიის მომსახურე პერსონალის ოჯახებს უწევს სოციალურ დახმარებას და უზრუნველყოფს მათი შვილების სწავლის დაფინანსებას. კომპანია სპორტსაც გულშემატკივრობს და რაგბისტთა, წყალბურთელთა და საკალათბურთო გუნდებს სპონსორობს.

”წარმატების ფორმულა” კოკას აზრით, პირველ რიგში შემართებაშია, რომელსაც მოტივაცია განაპირობებს. მიღწეული წარმატების შესანარჩუნებლად კი, პირველ რიგში გამოცდილებაა საჭირო, შემდეგ ინტელექტი და ანალიზის უნარი.

აუდიო ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები