LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადავიდეთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე და დავტოვოთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები – დავით ბაქრაძე

54

„გადავიდეთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე და დავტოვოთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. თუკი ეს მოხდება, შეთანხმებას მივაღწევთ. საჯაროდ განვაცხადებ, რომ ამ ცვლილებებს ხმას მივცემდი,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ორი მოსმენით მიღებული პროექტი გვაქვს, იმაზე მიუთითებს, რომ მესამე მოსმენაზე პოლიტიკური მსჯელობა და დიალოგი აღარ გაიმართება.

ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძლიერი ინსტიტუტები სჭირდება, ხოლო კონსტიტუციის ამ ვერსიის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი და იურისტი. სამართლებრივი საკითხები შეიძლება, ირაკლი კობახიძემ უკეთ იცის, მაგრამ ვარ პოლიტიკოსი და შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არაა კარგი დოკუმენტი. ერთჯერადი გამონაკლისები, რომლებიც მრავლადაა, მიანიშნებს, რომ დოკუმენტის ხარისხი მაღალი არაა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები