LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ს ელჩები გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნენ

95

გაეროსთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნენ. დელეგაციის წევრები სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ.

ქართული მხარის წარმომადგენლებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრობლემების შესახებ, რაც გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ექმნება.

ვიზიტის ფარგლებში ელჩებმა უკვე დაათვალიერეს წეროვანში დევნილთა დასახლებაც. საინფორმაციო ტურის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ყოველწლიურად სტუმრობენ.

ტურის მიზანი საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და გაეროს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები