LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახსნით მატჩს რუსეთი მოიგებს: ვირზაზუნებმა ასე თქვეს (ვიდეო)

47

ცხოველებმა, კერძოდ ვირზაზუნებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში გამარჯვება მასპინძელ რუსეთს უწინასწარმეტყველეს.

ბრიტანული სტეფორდშირის ზოოპარკში ცხოველების მონაწილეობით სპეციალური ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ წინ დაამონტაჟეს სამი დაფა, რომელთაგანაც ერთზე ”რუსეთი”, ერთზე ”საუდის არაბეთი”, ხოლო ერთზე ”ფრე” ეწერა. ცხოველების უმეტესობა იმ დაფას მიუახლოვდა, რომელსაც რუსეთი ეწერა.

ზოოპარკის წარმომადგენელთა თქმით, მათ ადრეც არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა მსგავს ცერემონიაში და გამარჯვებულის ვინაობაც გამოუცვნიათ.

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის დღეს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები