LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს

78

NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს. კერძოდ, კითხვაზე რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, ნატო-ს 23 პროცენტი ასახელებს, ევროკავშირს – 13%; რუსეთს – 13%; აშშ-ს – 10%; ევრაზიულ კავშირს – 1%; აზერბაიჯანს – 1%; სომხეთს – 1%; კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ – გასცა 32%-მა.

კითხვაზე კი, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% რუსეთს ასახელებს.

კონკრეტულად, პასუხები ასე გადანაწილდა : რუსეთი – 47%; ”ისლამური სახელმწიფო”- 8%;  აშშ – 7%, თურქეთი – 5%; ნატო – 2%; სომხეთი – 1%, ევროკავშირი – 1%; ევრაზიული კავშირი – 1%; სხვა – 2%; არ ვიცი – 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები