LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განო მელითაური: „ისე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი…“

1025

განო მელითაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტებს, რომლებიც მის გარდაცვლილ მეუღლეს, მსახიობ კოტე თოლორდავას უკავშირდება. იმ ჩანახატებიდან, რომლებიც კოტეს ეძღვნება, ახლახან კიდევ ერთი გამოაქვეყნა.

„#GAKOARTHOUSE

ერთ დღესაც… სამი წლის წინ… გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვნეთ. ცისფერ კომბინიზონებში გამოვეწყვეთ და ძველისძველი სახლის რემონტი დღესასწაულად ვაქციეთ… ისე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი!. შემოდგომაზე, ზამთარზე და გაზაფხულზე მეტად! გვიხაროდა ერთად, გაყვითლებული ქაღალდების ნახევრად ჩამოშლილი კედლებიდან ჩამოხევა, მეასე ჯერზე სწორედ შეზავებული ფერები და ერთმანეთის სიცილით დაღლა… „იმედია, უკანასკნელად ამოვაბარგე” – დამიწერია იმ დღეს სტატუსი. მიხაროდა ბავშვობისდრონდელი განათება აივნიდან და წარმოდგენა არ მქონდა, რომ მართლა უკანასკნელად ამოაბარგა.

…მჯერა, ერთ დღესაც, როცა შენი მამიკოს ნაჩუქარი კომბინიზონი წელში მოხრილს დიდი მექნება, შენი საყვარელი წითური თმები მარგალიტებს დაემსგავსება – უკანასკნელად, ბედნიერი დავხუჭავ თვალებს!

მერე გრძელ მდუმარებას ჩვენი შვილები გადაიტანენ და საერთოდ არ შემეშინდება ცისფერ ბურთთან გამოთხოვება! როცა ზეცა გულს აირევს, აქედან ძალიან შორს ვიქნები! ისევ ლაღი ფერადი და სიცოცხლით სავსე! ბიჭურად შეჭრილი წითელი თმებით და სახეზე ბევრი გაზაფხულით! აი, ზუსტად ისეთი, როგორიც შენ გახსოვდი, სანუკვარო!

ერთ დღესაც იქ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, სადაც ერთი დიდი სივრცეა სიყვარულისთვის, მე და შენ დიიიიდ ნათელ სახლში დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ!

#gakoarthouse“ – წერს განო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები