LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განო მელითაური: „ერთხელ გვიან ვბრუნდები სახლში და ვხედავ აკანკალებულ ჩემს 6 წლის შვილს, რომელიც ძიძას ეხვეწება, რომ ოთახში შეუშვას, რადგან სიბნელის ეშინია…“

282
განო-მელითაური

განო მელითაური „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემასთან იხსენებს ფაქტებს, რის გამოც თავისი ძიძა სამსახურიდან დაითხოვა.

განო მელითაური ძიძასთან მის გამოცდილებზე

?? ” ერთხელ გვიან ვბრუნდები სახლში და ვხედავ აკანკალებულ ჩემს 6 წლის შვილს, რომელიც ძიძას ეხვეწება რომ ოთახში შეუშვას, რადგან სიბნელის ეშინია…” – განო მელითაური ძიძაზე

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on კვირა, 23 ოქტომბერი, 2022

 

„ყველაზე ცხელი ორი ეპიზოდი იყო. სამეცნიერო კვლევაზე ვმუშაობდი და მიწევდა ღამის თენება, გვიანობამდე ლექციებზე ყოფნა. ერთ დღესაც მოვდივარ სახლში, პირველის წუთებზე – ვხედავ ასეთ კადრს: ჩემი ქალიშვილი ბალიშით ხელში, ჩაბნელებულ დერეფანში დგას, ბავშვების საძინებელთან, აკანკალებული ტირილით ეხვეწება, რომ ეშინია სიბნელის და ეხვეწება ძიძას, რომ შეუშვას ოთახში. ძალიან ავნერვიულდი. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. რომ შევედი საძინებელში, ვხედავ კადრს, ძიძა წევს თარაშის გვერდით, შუქი ავუნთე, რა ხდება-მეთქი, შემაწუხა, არ იძინებდა და გამოვუშვი შენს საძინებელშიო. ამის შემდეგ დავსვი ეს ქალბატონი და ავუხსენი ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები. იმავე საღამოს მოხდა ასეთი ფაქტი, დიდი აბაზანა გვქონდა, სადაც ბავშვებს უყვარდათ წუწაობა. ძიძამ აუკრძალა, ბავშვი კი ევედრებოდა, რომ მიეცა თამაშის საშუალება. თარაში შეესწრო ამ ფაქტს და წყალი შეასხა ძიძას. შემდეგ დავემშვიდობე ამ ძიძას…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები