LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეცხე ჭურჭელი ქართული ღრუბლით: დენოლა აზერბაიჯანში გავიდა

197

პარალონის მწარმოებელმა კომპანიამ ”დენოლა” საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა. ქართული ზამბარა და ღრუბელი მეზობელ აზერბაიჯანში გავიდა. თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ბაზარზე ”დენოლას” წარმოებული ჭურჭლის სარეცხი ქართული ღრუბელიც გამოჩნდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა კახა მოსიძემ განუცხადა, პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით, სავაჭრო ქსელებში ხორციელდება. სამომავლოდ კი რეგიონების ათვისებაც იგეგმება.

”რაც შეეხება ღირებულებას, ფასი არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი, 10-15 თეთრის ფარგლებში. შესაბამისად, როგორც ფასით, ისე ხარისხით კონკურენციას ვუწევთ იმპორტირებულ პროდუქციას და რეალიზაციაც წარმატებით ხორციელდება. სამომავლოდ გვინდა, რომ ამ მიმართულებით არსებული იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩავანაცვლოთ”, – აღნიშნა მოსიძემ.  მისივე ინფორმაციით, ”დენოლამ” ავტომფლობელებზეც იზრუნა და გასაყიდად ავტომობილის საწმენდი ღრუბელი გამოუშვა.

ცნობისთვის, ”დენოლას” პარალონის საწარმოს ასაშენებლად 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  ქარხანა პროექტის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, თბილისში აშენდა. ამ ეტაპზე აქ 60 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები